აჭარაში წყლის სისტემის განვითარების მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის დაბების და სოფლების
წყალმომარაგების და წყალარინების პროგრამის კონსულტანტი კომპანიების MACS-ის და FICHTNER-ის
წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე პროგრამის კონსულტანტებმა პროექტის
მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს.
ამ ეტაპზე აჭარის დაბების და სოფლების კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საერთაშორისი
ტენდერი მიმდინარეობს.
თანამედროვე სტანდარტების წყლის სისტემების შესაქმნელად, საერთაშორისი ტენდერი აჭარის სხვადასხვა
მუნიციპალიტეტის დაბებსა და სოფლებში გამოცხადდა. აღნიშნულ ტერიტორიებზე სამშენებლო სამუშაოები,
მშენებელი კომპანიის გამოვლენის შემდეგ, მიმდინარე წელს დაიწყება.
აჭარაში წყლის სისტემის განვითარების პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა.
პროექტი გერმანია-საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, KfW-ისა და ევროკავშირის ერთობლივი
თანამშრომლობით ხორციელდება